"ღრმა შეშფოთება გამოვხატე საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებაზე მიმდინარე ზეწოლაზე" | ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში, სტივენ დაუთი საგარეო საქმეთა მინისტრ, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ მათ დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე, ასევე ევროპის უსაფრთხოებაზე ისაუბრეს. 

მისივე ცნობით, საუბრისას შეშფოთება გამოხატა სამოქალაქო საზოგადოებაზე მიმდინარე ზეწოლასა და ანტიდასავლური რიტორიკაზე, რაც ეჭვქვეშ აყენებს ორ ქვეყანას შორის მჭიდრო პარტნიორობას.

"გასულ კვირას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე და ევროპის უსაფრთხოებაზე ვისაუბრე.

დიდი ბრიტანეთი მონაწილეობს ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიაში, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოში არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას.

საუბრისას ჩემი ღრმა შეშფოთება გამოვხატე სამოქალაქო საზოგადოებაზე მიმდინარე ზეწოლაზე, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით მდგომარეობასა და ანტიდასავლური რიტორიკის შესახებ.

ამგვარი მოქმედებები ძირს უთხრის საქართველოს მოქალაქეების მკაფიო ამბიციას შექმნან თანამედროვე და ინკლუზიური საზოგადოება და ჰქონდეთ ევრო-ატლანტიკური მომავალი და ასევე, ეჭვქვეშ აყენებს დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო პარტნიორობას," - წერს სტივენ დაუთი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი