ევროპარლამენტარი დანიუს ჟალიმასი სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას, მათ შორის ოკუპანტების მხრიდან შექმნილი ინციდენტებისა და საფრთხეების შესახებ ინფორმაციას, გაეცნო.
დანიუს ჟალიმასის განცხადებით, მისი ვიზიტის მიზანი საქართველოსა და ქართველი ხალხის მხარდაჭერაა, სწორედ მაშინ, როდესაც ევროპული არჩევანი და დემოკრატია საფრთხის ქვეშაა.
"ევროკავშირი მნიშვნელოვან მხარდაჭერას უცხადებს ქართველი ხალხის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რუსეთი ბორდერიზაციას აგრძელებს და ადამიანურ ტრაგედიას იწვევს ოკუპაციის გამო.
ჩემი ვიზიტის მიზანია საქართველოსა და ქართველი ხალხის მხარდაჭერა, მაშინ, როდესაც ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი და დემოკრატია საფრთხის ქვეშ არის.
ის რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში საქართველო ვერ გახდება ევროპული ოჯახის წევრი, ამ ვითარებაში, ეს ცხადია. შესაბამისად მე ვარ აქ იმიტომ, რომ მე ვარ საქართველოს მხარდამჭერი იქამდე სანამ რუსეთი აგრძელებს იმას, რაც საოკუპაციო ხაზთან ყველაზე ნათლად ჩანს. ყველაზე მნიშვნელოვანია ევროპულ გზაზე სვლა," - განაცხადა ევროპარლამენტარმა.