"საბჭოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არ შეესაბამება ავტორიზაციის დებულებას" | ილიაუნის რექტორის მოადგილე

გამოქვეყნდა:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორიზაციის საბჭოს დამოუკიდებლობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და მის მიერ გამოტანილი  გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.  საუბარია საბჭოს მიერ მიღებულ იმ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაცია მიენიჭა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე სწავლების დარგში გიორგი გვალია მიიჩნევს, რომ საბჭოს მიერ  გამოტანილი გადაწყვეტილება არ შეესაბამება ავტორიზაციის დებულებას.

"წარმოუდგენელია, რომ ამგვარი უმაღლესი შეფასების მქონე დასკვნის პირობებში საბჭომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს. მეორე, გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული, არ შეესაბამება ავტორიზაციის დებულებას, ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით  გადაწყვეტილებას ეს დებულება არ ცნობს. მესამე მნიშვნელოვანი გარემოება გახლავთ ის, რომ ჩვენ როდესაც სხდომაზე ვთხოვეთ სხდომის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს განემარტა გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული გარემოებები, მისგან და ასევე ხარისხის განვითარების ცენტრის წარმომადგენლისგან იყო უარყოფითი პასუხი. რეალურად მათ არ ჩათვალეს საჭიროდ, რომ ჩვენთვის გარემოებები აეხსნათ. ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში საბჭო არ მოქმედებდა დამოუკიდებლად," - განაცხადა გიორგი გვალიამ. 

იხილეთ ასევე


"გამოქვეყნებული გადაწყვეტილება ამყარებს ეჭვს, რომ [ავტორიზაციის] საბჭო არ მოქმედებდა დამოუკიდებლად... ილიაუნი გაასაჩივრებს გადაწყვეტილებას" | ილიაუნი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი