გროზნოში ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქებას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ორი ბავშვია

გამოქვეყნდა:

განახლებული ინფორმაციით,  ქალაქ გროზნოში ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქებას ოთხი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი, ემსხვერპლა. 

"გროზნოში რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები ბენზინგასამართ სადგურზე ხანძარს აქრობენ. მუჰამედ ალის პროსპექტზე გაზის შემცველი ცისტერნა აფეთქდა, რასაც აალება მოჰყვა". - წერს სამინისტრო.

რეგიონული ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, ხანძრის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, რომლებსაც სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაუწიეს. 

დაწყებულია გამოძიება.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი