არჩევნებამდე 1 კვირით ადრე, Meta-მ მოლდოვაში ყალბი და რუსული დეზინფორმაციული ანგარიშების ქსელი წაშალა

გამოქვეყნდა:

Meta-მ მოლდოვაში 20 ოქტომბრის არჩევნებისა და რეფერენდუმის წინ ყალბი ანგარიშების ქსელი გააუქმა, რომლის ძირითადი სამიზნე აუდიტორია მოლდოვის რუსულენოვანი მოსახლეობა იყო. 

მათივე ცნობით, ყალბი ანგარიშები მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს, EU-ს მხარდამჭერ პოლიტიკოსებს აშავებდნენ, მხარს კი პრორუსულ პარტიებს უჭერდნენ.

კომპანია ამბობს, რომ "კოორდინირებული არაავთენტური ქცევის" შესახებ მათი პოლიტიკის დარღვევისთვის 7 Facebook-ის ანგარიში, 23 გვერდი, ერთი ჯგუფი და 20 Instagram-ის ანგარიში გააუქმეს.

ამასთან, მოლდოვის ხელისუფლების თქმით, ათობით ტელეგრამ-არხი და ბოტი დაბლოკეს, რომლებიც ამომრჩევლების მოსყიდვას ემსახურებოდა. ანგარიშები მოსკოვში მცხოვრები მოლდოველი ოლიგარქის ილან შორის მხარდაჭერებს უკავშირდებოდა, რომლებიც ქვეყანაში აკრძალული პარტიის წევრები არიან.

პოლიციის თქმით, ბრალდებულებმა რუსულ ბანკში ანგარიშების საშუალებით ათი ათასობით ამომრჩეველი მოისყიდეს.

შეგახსენებთ, მომდევნო კვირას, 20 ოქტომბერს, ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმი იმართება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი