"იყო რუსეთის მცდელობები, უკან დაეხიათ ჩვენი პოზიციები, თუმცა ვინარჩუნებთ გარკვეულ ხაზებს" |ზელენსკი კურსკის ოპერაციაზე

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კურსკის ოლქში რუსეთის ძალები ცდილობდნენ უკრაინული პოზიციების უკან დახევას, თუმცა უკრაინის თავდაცვის ძალები გარკვეულ ხაზებს ინარჩუნებენ. 

ზელენსკი ესაუბრა მთავარსარდალ ალექსანდრ სირსკის, რომელთან ერთადაც ფრონტის ყველა მიმართულებაზე არსებული ვითარება და კურსკის ოპერაცია განიხილა.

„პოკროვსკის მიმართულება – ყოჩაღ თითოეულ ჯარისკაცს, სერჟანტს, ოფიცერს, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენი პოზიციების დაცვას. საერთო ჯამში, დონეცკის ოლქსა და ზაპოროჟიეს მიმართულებაზე ძალიან რთული პირობებია, იქ მტრის ხისტი მოქმედებებია. თუმცა, ჩვენი დანაყოფების სიმტკიცეს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. სწორედ ჩვენს სიმტკიცეზეა ყველაფერი დამოკიდებული. რაც შეეხება კურსკის ოპერაციას, იყო რუსეთის მცდელობები, უკან დაეხიათ ჩვენი პოზიციები, თუმცა ვინარჩუნებთ გარკვეულ ხაზებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი