მიხეილ სააკაშვილის საკითხს მუდმივად ვაყენებთ პარტნიორებთან შეხვედრებზე, ის უნდა გაათავისუფლონ | ერმაკი

გამოქვეყნდა:

 უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი "მთავარ არხთან" ინტერვიუში საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ისინი მუდმივად აყენებენ მისი პატიმრობის საკითხს პარტნიორებთან შეხვედრებზე:

"დამერწმუნეთ, უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის საკითხს ჩვენ მუდმივად ვაყენებთ ყველა შეხვედრაზე  ჩვენს პარტნიორებთან.  ჩვენი პოზიცია უცვლელია. ის უნდა გაათავისუფლონ, სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლეს. მისი საპყრობილეში ყოფნა სრულიად უსამართლო და  არასწორია, ეს კარგად არ „მუშაობს“ საქართველოს იმიჯზე მსოფლიოში. ჩვენ ყველა საშუალებას ვიყენებთ, რომ ეს პოზიცია ყველას მივაწვდინოთ და რა თქმა უნდა ჩვენ ვიქნებით ძალიან ბედნიერები, როცა ეს მოხდება. ჩემი აზრით, ეს იქნება ძალიან სწორი ქვეყნისთვის, რომელმაც აირჩია თავისი მომავალი ევროკავშირში, რომელიც დასავლური ღირებულებების  დეკლარირებას ახდენს და ადამიანის უფლებებს იცავს." ამბობს უკრაინელი მაღალჩინოსანი.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი