მორიგი ავიაკატასტროფა რუსეთში | იაკუტიაში თვითმფრინავის ჩამოვარდნას მსხვერპლი მოჰყვა

გამოქვეყნდა:

რუსეთში, იაკუტიაში თვითმფრინავი ჩამოვარდა. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ქალაქ ოლეკმინსკიდან ერთნახევარი კილომეტრის დაშორებით Borus Airlines-ის An-3 თვითმფრინავმა ავარიული დაშვება განახორციელა. თვითმფრინავის ბორტზე ოთხი ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ერთი დაიღუპა.

უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული სისხლიანი ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღების შემდეგ, რუსეთის ფედერაციაში ავიაკატასტროფები გახშირდა. ეს აიხსნება იმ აუცილებელი ნაწილების ნაკლებობით, რომლებიც ადრე რუსეთის ფედერაციას დასავლეთის ქვეყნებიდან შემოჰქონდა.

იხილეთ ასევე
ბოლო 2 თვეში რუსეთში მე-6 ავიაკატასტროფა მოხდა | ავარიები სავარაუდოდ სანქციების გამო ავიანაწილების ნაკლებობას უკავშირდება

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი