ბაიდენი 18 ოქტომბერს გერმანიაში ჩავა და შოლცსა და შტაინმაიერს შეხვდება

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 18 ოქტომბერს გერმანიაში ჩავა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters გერმანიის მთავრობაში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

გამოცემა წერს, რომ ბაიდენს ექნება ოფიციალური შეხვედრები კანცლერ ოლაფ შოლცთან და პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან. გამოცემა „შპიგელის“ ცნობით, მოლაპარაკებები უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთს შეეხება.

მანამდე ჯო ბაიდენის გერმანიაში ვიზიტი ქარიშხალ „მილტონის“ გამო გადაიდო. გერმანიაში ბაიდენის თავდაპირველად დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში „რამშტაინის“ ფორმატში უკრაინის დახმარების ჯგუფის შეხვედრის გამართვა იგეგმებოდა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი