"ქართუ ბანკი" ოლიგარქიული რეჟიმის მთავარი არტერიაა" | აშშ-ში მცხოვრები ემიგრანტები "ქართუ ბანკის" დასანქცირებას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართავენ და „ქართუ ბანკის“ დასანქცირებას ითხოვენ. "სამოქალაქო განვითარებაში საერთაშორისო ქსელის" წევრებმა შესაბამისი განცხადება სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის სახელზე შეიტანეს. განცხადებას თან დართული აქვს შესაბამისი დოკუმენტი "ქართუ ბანკისა" და "ქართუ" ფონდის საქმინობის შესახებ, საიდანაც მათი უკანონო ტრანზაციქების შესახებ ირკვევა.

"ჩვენ დღეს ჩამოვედით სხვადასხვა შტატებიდან ვაშინგტონში, რათა სახელმწიფო მდივანს, ბატონ ბლინკენს მივმართოთ თხოვნით, რომ კონკრეტულმა ინსტიტუტებმა შეისწავლონ აღნიშნული ბანკის საქმიანობა, რადგან ჩვენ ვნახავთ ძალიან ბევრ ფაქტს, რომელიც უშუალოდ კანონდარღვევას შეიცავს. ჩვენ მოვითხოვთ, მოხდეს "ქართუ ბანკის" დასანქცირება. "სვიფტიდან" გათიშვა, ვინაიდან "ქართუ ბანკი" არის დღეს რუსული ოლიგარქიული რეჟიმის მთავარი არტერია. თუ არ ეშინია დასანქცირებული ოჯახის წევრების ბიძინა ივანიშვილს, სამაგიეროდ ძალიან ეშინია ქართუ ბანკის გაქუმება." - აცხადებენ ემიგრანტები. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი