როგორ უნდა იქცეს საქართველო რეგიონის ლიდერად | ნიკა გილაურის საჯარო ლექცია და საზოგადოების წინაშე გამოჩენა 12 წლის შემდეგ - მაია ლომიძის სიუჟეტი

გამოქვეყნდა:

როგორ უნდა იქცეს საქართველო რეგიონის ლიდერად - ამ საკითხზე საჯარო ლექცია საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა და საკონსულტაციო კომპანია "რეფორმატიქსის" დამფუძნებელმა, ნიკა გილაურმა გამართა.

დღეისათვის, ნიკა გილაურის "რეფორმატიქსს" ოფისები გახსილი აქვს მსოფლიოს 7 ქვეყანაში, და ქსელის გაფართოებაზე ხელშერკულებები გაფორმებული აქვს 30 ქვეყანასთან.

მის კარიერაში კი მსოფლიო ბანკმა გადამწყვეტი როლი ითამაშა. სწორედ მათ გაუწიეს რეკომენდაცია ახალგაზრდა კაცს ახალგაზრდა დემოკრატიის მთავრობაში ენერგეტიკის სამინისტროსთვის ეხელმძღვანელა. უშუქო და უგაზო ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრად. ენერგეტიკის სამინისტრო ნიკა გილაურის პირველი საჯარო სამსახური იყო.

პირველ სამუშაო დღეს სამსახურში მისულს სამინისტროსთან საპროტესტო აქცია დახვდა. მოქალაქეები ითხოვდნენ 2-საათიან გრაფიკს დღე-ღამის განმავლობაში. ახალგაზრდა მინისტრი კი მათ 24-საათიან ელექტრომომარაგებას დაპირდა.

მეორე წლის ბოლოს საქართველოს არამხოლოდ შეუფერხებელი ელექტრომომარაგება ჰქონდა, არამედ ამ ენერგიის ექსპორტიორიც გახდა. დაიწყო მოლაპარაკებები აზერბაიჯანიდან გაზის მიღებაზეც და ზუსტად ამ დროს 2006 წლის 22 იანვარს მოულოდნელად რუსეთიდან საქართველოში შემომავალი ორივე მილსადენი აფეთქდა. ასევე წაიქცა კავკასიონის ხაზზე მაღალი ძავბვის გადამცემი ანძაც, ანუ შუა ზამთარში ერთ ღამეში სამი მთავარი შემომავალი ენრგოწყარო გადაიკეტა. ეს იყო რუსეთის მხრიდან ენერგოშანტაჟის საპილოტე ვერსია, რაც მომავალში ევროპის ქვეყნებზეც დატესტა.

ენერგეტიკის სამინისტროს შემდეგ ნიკა გილაურმა ფინანსთა მინისტრის პორთფელი გადაიბარა. იმ წლებში ჩატარდა საბაჟო სისტემის რეფორმა საქართველოში. 2009 წელს კი პრემიერმინისტრი გახდა ქვეყანაში, რომელიც აგვისტოს ომის ეკონომიკურ შედეგებსა და მსოფლიო ფინანსურ კრიზისს ერთდროულად უნდა გამკლავებოდა.

იმ პოზიციიდან, რომელშიც ის დღეს იმყოფება, საქართველოს წარმოუდგენელი, ისტორიული შესაძლებლობა ეხსნება. ნახტომისებური განვითარების და სწრაფი განვითარების შანსი, რომელიც მას დაახლოებით ერთი წლის წინ გაუჩნდა იყო ნიკა გილაურის საჯარო ლექციის თემაც. აუდიტორიაში, სადაც უმრავლესობა, სპიკერის გასაოცრად სტუდენტები აღმოჩნდნა, მან საქართველო არა ჩვეულებრივ, კავკასიის ან აღმოსავლეთ ევროპის ნაწილად, არამედ ახალი რეგიონის ნაწილად წარმოგვიდგინა. კავკასია - შუა აზიის შესაძლებელ ერთადერთ ხელსაყრელ კარიბჭედ დანარჩენი მსოფლიოსთვის.

საჯარო ლექცია „საქართველოს ისტორიული შანსი, შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გავუშვათ ხელიდან" ნიკა გილაურის იუთუბ-არხზე სრულად არის ხელმმისაწვდომი. იმავე ლექციაში მოისმენთ მის ხედვას განათლების რეფორმაზეც, რომელსაც ის განიხილავს არამხოლოდ როგორც 3 შვილის მამა, არამედ სწორედ საერთაშორისო ეკონომიკის ექსპერტი. შეუძლებელია ქვეყნის გამდიდრება განათლების გარეშე, სჯერა ნიკა გილაურს.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი