პოლიციელების მხრიდან ძალადობა გიორგი დუმბაძესა და გურამ ადამიაზე | მოძალადე სამართალდამცველები ამ დრომდე არავის დაუსჯია

გამოქვეყნდა:

19 წლის გიორგი დუმბაძემ პირდაპირ ეთერში საუბარი დაასრულა თუ არა, პოლიციის კორდონმა ის საკუთარ წიაღში შეიწოვა. საპროტესტო აქციებიდან ხუთი თვის თავზეც, არც ერთი მოძალადე პოლიციელი, მათ შორის არც სიუჟეტში მყოფი ეს აშკარად სადისტური მიდრეკილებების მქონე არაადამიანი, დასჯილი არ არის. ვიდრე საპატრულო პოლიციას გადასცემდნენ, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა თანამშრომლებს გიორგი პარლამენტის უკან ჰყავდათ, ალყაშემორტყმული. 

გიორგი დუმბაძის მიმართ პოლიციის მხრიდან განხორციელებული ფიზიკური ძალადობა, სახელმწიფომ აღიარა და ახალგაზრდა კაცს დაზარალებულის სტატუსიც მიანიჭა, თუმცა შემთხვევიდან ხუთი თვის შემდეგაც კი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს არც ერთი ძალოვანი, რომელიც გიორგის მიმართ კანონს უხეშად არღვევდა, არა თუ პასუხისგებაში მიუცია, საერთოდ არც გამოუვლენია. 

გურამ ადამიაც იმ უამრავი ადამიანის რიგშია, რომელებმაც პოლიციელების მუშტებისა თუ მათი ჩექმების გემო სრული სიმძაფრით შეიგრძნეს. გურამის დაკავებისა და ამ დაკავების დროს მასზე განხორციელებული ანგარიშსწორების კადრები, მთელმა საქართველომ პირდაპირ ეთერში იხილა. 

გურამი არამხოლოდ დაკავებისას, არამედ მოგვიანებით, პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის შემდეგაც იყო არაადამიანური და წამების ტოლფასი მოპყრობის მსხვერპლი. სწორედ ამიტომ აქვს მას დაზარალებულის სტატუსი, თუმცა არც მან და ალბათ, არც არავინ დედამიწის ზურგზე არ იცის ამ ხელისუფლების პირობებში ამ სტატუსს რა მნიშვნელობა აქვს.  

გურამ ადამიაც და გიორგი დუმბაძეც იმ შვიდ დაზარალებულს შორის არიან, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია “უფლებები საქართველო” იცავს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან მასალების გადმოცემის შემდეგ, მათმა ადვოკატვა გაარკვია, რომ ყველა ამ საქმის გამოძიება ისე მიმდინარეობს, რომ გამომძიებლებს ვიდეო ჩანაწერების მოძიებაზე თავი დიდად არ შეუწუხებიათ.

ამ ხარვეზის აღმოჩენის შემდეგ, ადვოკატმა გაარკვია, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს როგორც პარლამენტისთვის ასევე სხვა  დაწესებულებებისთვის ჩანაწერების გადმოცემის თაობაზე წერილობით მიმართილი და პასუხიც მიღებული ჰქონდა. 

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შექმნის უმთავრესი მიზანი, სწორედ სამართალდამცავი უწყების თანამშრომლების მიერ ჩადენილი სამართალდარღვევების გამოძიება იყო. და მიუხედავად იმისა, რომ ეს უწყების შენახვასა თუ აღჭურვაზე მილიონობით ლარი იხარჯება, ფაქტია რომ ის მხოლოდ პროკურატურის დანამატად რჩება და საზოგადოების მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.   

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი