ბრაზილიაში ძლიერ ქარიშხალს მსხვერპლი მოჰყვა

გამოქვეყნდა:

ძლიერი ქარიშხლის შედეგად ბრაზილიაში რვა ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

სტიქიის გამო მილიონზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ქარიშხალმა ასევე შექმნა წყალმომარაგების პრობლემებიც. ქარიშხლის სიჩქარე 100 კმ/სთ იყო და ძირითადად ქვეყნის ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი მოიცვა.  

სტიქიას დედაქალაქში, ერთი ჯარისკაციც ემსხვერპლა. ასევე, მედიის ცნობით, ბრაზილიელ დეპუტატებს კონგრესის ქვედა პალატაში ყოფნის დროს ქოლგების გამოყენება დასჭირდათ, რადგან შენობის სახურავიდან წყალმა გაჟონა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი