რუსეთში ორენბურგის აეროდრომზე თვითმფრინავი ტუ-134 დაიწვა | უკრაინის დაზვერვა

გამოქვეყნდა:

რუსეთის სამხედრო აეროდრომზე "ორენბურგ-2"  სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ტუ-134 დაიწვა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო ავრცელებს.

2024 წლის 12-13 ოქტომბრის ღამეს რუსეთში დაიწვა აგრესორი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების 117-ე სამხედრო-სატრანსპორტო ავიაპოლკის ტუ-134 თვითმფრინავი. გამანადგურებელი  ხანძარი გაჩნდა რუსეთის სამხედრო აეროდრომ "ორენბურგ-2"-ზე, სადაც ტუ-134 იყო განთავსებული, - ნათქვამია დაზვერვის სამმართველოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ასეთი საბჭოთა თვითმფრინავები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი პირების გადასაყვანად გამოიყენება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი