კუბილიუსი კაბაში - ასე მოიხსენია კახა კალაძემ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დღევანდელი განცხადების შემდეგ, სადაც გერმანელმა დიპლომატმა "ოცნების" ხელისუფლებაზე თქვა, რომ ისინი საქართველოს ევროკავშირის გზას აშორებენ:
"ამ ტიპის განცხადება უამრავი გვაქვს მოსმენილი და ზერო, ნული, ჩალის ფასი აქვს ამ განცხადებებს. არ ვიცი, ვინაა ეს ქალბატონი, ჩვეულებრივი კუბილიუსია კაბაში. ეს არის დღევანდელი ჩემი დამოკიდებულება მათ მიმართ”, - განაცხადა კალაძემ.
დღესვე, მერმა ევროკავშირი და საბჭოთა კავშირი ერთ სიბრტყეზე დააყენა:
"დღეს რასაც ისინი კადრულობენ და აკეთებენ, არაფრით განსხვავდება საბჭოთა კავშირისგან. ჩვენ თავისუფლება, დამოუკიდებლობა, ჩვენი სუვერენიტეტი გვინდა. ევროპას რატომ აქვს ფასი? იმით, რომ განსხვავებული სახელმწიფოები არის იქ, რომელსაც თავისი კულტურა, ტრადიციები აქვთ. ამ მრავალფეროვნებით არის ევროკავშირი და ზოგადად, ევროპა საინტერესო. თუ ამ ყველაფერს ხაზი გადავუსვით და ერთნაირად დაშტამპულები უნდა ვიყოთ, რა მნიშვნელობა აქვს საბჭოთა კავშირის სტატუსი იქნება თუ ევროკავშირის? თუ ამ ფორმით უნდა ვიყოთ. წარმოუდგენელია. ეს დამოკიდებულება მისაღები არ არის“,- განაცხადა კალაძემ.