"დღეს რასაც ისინი კადრულობენ და აკეთებენ, არაფრით განსხვავდება საბჭოთა კავშირისგან. ჩვენ თავისუფლება, დამოუკიდებლობა, ჩვენი სუვერენიტეტი გვინდა. ევროპას რატომ აქვს ფასი? იმით, რომ განსხვავებული სახელმწიფოები არის იქ, რომელსაც თავისი კულტურა, ტრადიციები აქვთ. ამ მრავალფეროვნებით არის ევროკავშირი და ზოგადად, ევროპა საინტერესო. თუ ამ ყველაფერს ხაზი გადავუსვით და ერთნაირად დაშტამპულები უნდა ვიყოთ, რა მნიშვნელობა აქვს საბჭოთა კავშირის სტატუსი იქნება თუ ევროკავშირის? თუ ამ ფორმით უნდა ვიყოთ. წარმოუდგენელია. ეს დამოკიდებულება მისაღები არ არის“
ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე ევროპელ პარტნიორებზე