ბელარუსული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, 2020 წლის საპრეზიდენტო კანდიდატის, ვიქტორ ბაბარიკოს ინფორმაციით, 600 დღეა ვერ უკავშირდებიან პატიმრობაში მყოფ ბელარუს ოპოზიციონერს, მარია კოლესნიკოვას.
"მარია კოლესნიკოვასგან 600 დღეა არანაირი სიახლე არ ყოფილა. ეს დიდ შეშფოთებას იწვევს: ჩვენი მაშა ცოცხალია?
მარია ბელარუსის თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა. დღეს ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია ვიბრძოლოთ მარიას და სხვა პოლიტპატიმრების თავისუფლებისთვის." წერს ბაბარიკო ტელეგრამზე.
მარია კოლესნიკოვას 2022 წლის იანვარში 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ის ბრალდებულია "ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობაში, საჯარო მოწოდებებში ეროვნული უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენების მიზნით და ექსტრემისტული ჯგუფის შექმნაში"
2022 წლის ნოემბერში ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს, ოპერაციის შემდეგ კი საპატიმროში დააბრუნეს.
ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიტპატიმარი მხოლოდ 45 კგ-ს იწონის და სამარტოო საკანში.