სეპარატიზმის ხელშეწყობისა და სუვერენიტეტისთვის საფრთხის შექმნის გამო, EU-მ მოლდოვის ავტონომიური რეგიონის, გაგაუზიის ლიდერს სანქციები დაუწესა

გამოქვეყნდა:

ევროკავშირმა მოლდოვის ავტონომიური რეგიონის, გაგაუზიის ლიდერს, მოლდოვის დესტაბილიზაციის მიზნით ჩადენილ ქმედებებთან დაკავშირებით, სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს. 

მათივე ცნობით, გაგაუზიის ლიდერი, ევგენია გუცული „რეგიონში სეპარატიზმის ხელშეწყობაზეა პასუხისმგებელი, ცდილობს დაამხოს კონსტიტუციური წესრიგი და მოლდოვის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის“.

ასევე აღსანიშნავია, რომ გუცულის გარდა ევროკავშირმა სანქციები ოთხ ფიზიკურსა და ერთ იურიდიულ პირს დაუწესა.

ევროკავშირმა სანქციები რუსეთში რეგისტრირებულ არასამთავრობო ასოციაცია „ევრაზიას“ და მის დამფუძნებელ, ნელი პარუტენკოსაც დაუწესა, „რომლის მიზანიც საზღვარგარეთ რუსეთის ინტერესების გავრცელებაა, მათ შორის მოლდოვაში“.

სანქციები მათი აქტივების გაყინვას, ევროკავშირში შესვლის აკრძალვასა და მათთვის სხვა სახის ეკონომიკური რესურსების გადაცემის აკრძალვას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი