15 ოქტომბერს, ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე, გერმანიის დელეგაცია საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავს

გამოქვეყნდა:

ხვალ, 15 ოქტომბერს, ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე, გერმანიის დელეგაცია საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავს. სხდომა ლუქსემბურგში გაიმართება და მას ევროკავშირის საკითხებში უნგრეთის მინისტრი, იანოშ ბოკა უხელმძღვანელებს.

ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე განთავსებული დღის წესრიგის თანახმად, გერმანიის დელეგაცია მოახლოებული არჩევნების ფონზე საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, პრესკონფერენცია გაიმართება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი