ზაალ დუგლაძის შერჩევითი დახმარება | "ოცნების" დეპუტატმა წაღვერში გზა მხოლოდ მისი ნდობით აღჭურვილი პირების სახლამდე მოახრეშინა

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში მყოფი და ალექსანდრე ივანიშვილის ბიზნესპარტნიორი, ზაალ დუგლაძე ქარელის მოსახლეობას ხმების სანაცვლოდ სოფლის გზების მოხრეშვას ჰპირდება.

სოფელ წაღვერში დუგლაძე, ერთ-ერთი შეხვედრის დროს მოსახლეობას გზებზე ინერტული მასალის შეტანას დაჰპირდა. შეხვედრიდან მეორე დღეს მან მართლაც გაგზავნა 2 ტრაქტორი, თუმცა გზა სოფელში მხოლოდ იმ 2 სახლამდე მოხრეშეს, სადაც დუგლაძის ნდობით აღჭურვილი პირები ცხოვრობენ.

მოსახლეობის თქმით, ტრაქტორი აღნიშნულ სახლებამდე მიიყვანეს, შემდეგ კი სოფლის გამგებელს დაურეკეს და უთხრეს, რომ ყველაფერი გაკეთებული იყო და წავიდნენ.

"ვერ გეტყვით ახლა ამ წუთში, მაგრამ აუცილებლად გაკეთდება რაც გასაკეთებელია, ყველაფერი გაკეთდება. ყველაფერი გაკეთდება ყველგან, რაც გასაკეთებელია. დაიგო გზები, კეთდება ყველაფერი და კონკრეტულად ვერ გეტყვით, არ ვიცი. კი ბატონო [გავუგზავნე 2 ტრაქტორი]. გადავამოწმებ ყველაფერს და მოგახსენებთ პასუხს," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა, ზაალ დუგლაძემ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი