"ოცნების" პარტაქტივი იყო შეკრებილი... შევეცადეთ დარღვევა დაგვეფიქსირებინა და ფიზიკურად გაგვისწორდნენ" | "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრებზე თავდასხმა ოზურგეთში - ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

"ოცნების" პარტაქტივი იყო შეკრებილი... დარღვევას ჰქონდა ადგილი, შევეცადეთ დაგვეფიქსირებინა და ფიზიკურად გაგვისწორდნენ" - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დავით მჟავანაძემ განაცხადა და ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში "ოცნების" პარტაქტივის მხრიდან თავდასხმის დეტალებზე ისაუბრა.

მისი თქმით, გარდა თავდასხმისა, "ოცნების" პარტაქტივმა მას და თათია ნიკოლეიშვილს მობილური ტელეფონებიც წაართვეს.

"დღეს იყო "ქართული ოცნების" პარტაქტივი შეკრებილი სოფელ გურიანთაში, მერის წარმომადგენლის კაბინეტში. აქ იყო როგორ დეპუტატები, გამგებლის წარმომადგენელი,ასევე მისის თანაშემწე და კომისიის თავმჯდომარე, რომელიც ე.წ დამოუკიდებელი წევრია....გადიოდნენ სიებს, გვქონდა ინფორმაცია, რომ აქ კონკრეტულ დარღვევას ჰქონდა ადგილი. მოვედით, შევეცადეთ, რომ დაგვეფიქსირებინა. თავს დაგვესხნენ და ფიზიკურად იძალადეს როგორც ჩემზე, ასევე თათია ნიკოლაშვილზე, რომელიც ჩემთან ერთად იმყოფებოდა ამ ტერიტორიაზე..ტელეფონებიც წაგვართვეს, ასევე თათია ნიკოლაიშვილს საათიც წაართვეს და შემდეგ მიხვდნენ, რომ დიდი სისულელე გააკეთეს და უკან დაუბრუნეს - არ ვიცი, რაში სჭირდებოდათ ეს საათი. ამის ვიდეო მტკიცებულებაც გაგვაჩნია. სისხლის სამართლის მთელი რიგი დარღვევები იყო" - ამბობს დავით მჟავანაძე.

იხილეთ ასევე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი