ღაზაში ჰუმანიტარული ვითარების გამოსასწორებლად, აშშ ისრაელს 30 დღეს აძლევს - აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა და თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადეს, რომ ისრაელმა სასწრაფოდ უნდა გადადგას ნაბიჯები, რათა ღაზის სექტორში ჰუმანიტარული სიტუაცია გამოსწორდეს.
მათივე თქმით, ასე ისრაელი თავიდან აიცილებს სამართლებრივ შედეგებს აშშ-ის სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით.
"ჩვენ გწერთ, რათა ხაზი გავუსვათ აშშ-ს მთავრობის ღრმა შეშფოთებას ღაზაში ჰუმანიტარული სიტუაციის გაუარესების გამო და ვითხოვოთ თქვენი მთავრობის გადაუდებელი და მდგრადი ქმედებები ამ თვეში, ამ ტრაექტორიის შესაცვლელად", - წერდნენ ისინი ისრაელელ კოლეგებს 13 ოქტომბერს წერილში.