საუბრის დასრულების შემდეგ ემანუელ მაკრონმა ელისეის სასახლეში დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე ბენიამინ ნეთანიაჰუ გააკრიტიკა, - წერს ისრაელის მედია წყაროებზე დაყრდნობით.
"ბატონმა ნეთანიაჰუმ არ უნდა დაივიწყოს, რომ მისი ქვეყანა გაერო-ს გადაწყვეტილებით შეიქმნა. ამიტომ, ახლა არ არის დრო გაერო-ს გადაწყვეტილებების უგულებელყოფისთვის", – ციტირებს მედია წყაროებზე დაყრდნობით მაკრონს.
საფრანგეთის პრეზიდენტის საპასუხოდ ნეთანიაჰუს ოფისმა განცხადება გაავრცელა.
"შევახსენებთ საფრანგეთის პრეზიდენტს: ისრაელის სახელმწიფო არა გაერო-ს რეზოლუციამ, არამედ დამოუკიდებლობის ომში მოპოვებულმა გამარჯვებამ დააფუძნა, გმირი მებრძოლების სისხლის ფასად, რომელთაგან ბევრი ჰოლოკოსტს გადაურჩა, მათ შორის საფრანგეთის ვიშის რეჟიმს", – აღნიშნულია ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში.