საქართველოს "ღია მმართველობის პარტნიორობაში" წევრობა შეუჩერდა

გამოქვეყნდა:

საქართველოს "ღია მმართველობის პარტნიორობაში" (OGP) წევრობა შეუჩერდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ადასტურებს და აცხადებს, რომ ცნობა დღეს მიიღეს.

"ღია მმართველობის პარტნიორობამ" მაისში საქართველოს მთავრობას რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდა და გააფრთხილა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანას OGP-ის წევრობას შეუწყვეტდა. მაშინ ორგანიზაცია საქართველოს მთავრობის მხრიდან OGP-ის ფუნდამენტურ ღირებულებებთან შეუსაბამობაზე მიუთითებდა.

OGP აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ერთობლივი ინიციატივით 8 ქვეყნის მთავრობის მიერ 2011 წლის 20 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაფუძნდა. საქართველო OGP-ის წევრი 2012 წელს გახდა და 2020 წლის მდგომარეობით, 4 სამოქმედო გეგმა განახორციელა. საქართველო OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრი 2014 წლიდან იყო.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი გიორგი კლდიაშვილი აცხადებს, რომ საქართველო შეწყვეტილი აქვს OGP წევრი სახელმწიფოს სტატუსი მანამდე, სანამ ხელისუფლება არ გააუქმებს სამოქალაქო საზოგადოების, მედიის და მოწყვლადი ჯგუფების შემზღუდველ და მარეპრესირებელ კანონებს:

"ერთ დროს ღია მმართველობის პარტნიორობის (Open Government Partnership) ლიდერი ქვეყანა, დღეს OGP-მ საქართველოს წევრობა დროებით შეუჩერა.
საქართველო შეწყვეტილი აქვს OGP წევრი სახელმწიფოს სტატუსი მანამდე, სანამ საქართველოს ხელისუფლება არ გააუქმებს სამოქალაქო საზოგადოების, მედიის და მოწყვლადი ჯგუფების შემზღუდველ და მარეპრესირებელ კანონებს; 
სანამ არ იქნება უზრუნველყოფილი ქვეყანაში გამოხატვის და შეკრების თავისუფლება, სანამ სამოქალაქო საზოგადოებას არ მიეცემა საშუალება ფიზიკური ანგარიშსწორების და სიტყვიერი თავდასხმების და მუქარების გარეშე თავისუფლად იმუშაონ, მათ შორის წინასაარჩევნო პერიოდში.
ეს ინფორმაცია უკვე აცნობა OGP-მ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, რომელიც არის საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი OGP-ში.
ამ საიტიდანაც კარგად ჩანს, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის ღია მმართველობა პრიორიტეტს საერთოდ არ წარმოადგენს. 2023 წლის დეკემბრის შემდგომ ინფორმაცია განახლებული არაა. ახლა ის თუ დაიწერება ამ საიტზე, რომ OGP-მ საქართველოს როგორც დემოკრატიის მხრივ რეგრესის მქონე ქვეყანას წევრობის სტატუსი შეუჩერა. წერს კლდიაშვილი

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი