ყაზახეთი უახლოეს მომავალში თავს შეიკავებს BRICS-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანისგან

გამოქვეყნდა:

ყაზახეთი უახლოეს მომავალში თავს შეიკავებს BRICS-ში გაწევრიანებაზე  განაცხადის შეტანისგან - აცხადებს ყაზახეთის პრეზიდენტის პრესმდივანი ბერიკ უალი.

მისი თქმით, ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა მიიღო წინადადებები BRICS-ში გაწევრიანების შესახებ, თუმცა, ამჟამად, ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, ის პრიორიტეტს ანიჭებს გაერო-ს „როგორც უნივერსალურ და უალტერნატივო ორგანიზაციას, სადაც შესაძლებელია და აუცილებელია ყველა აქტუალური საერთაშორისო პრობლემის განხილვა“, - განაცხადა ტოყაევის პრესმდივანმა.

თუმცა, მან დაადასტურა, რომ მომავალ კვირას დაგეგმილ BRICS-ის სამიტში, რომელიც ყაზანში გაიმართება, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი მონაწილეობას მიიღებს.

რა არის ბრიკსი?

2006 წელს ბრაზილიამ, რუსეთმა, ინდოეთმა და ჩინეთმა შექმნეს ჯგუფი "ბრიკი", რომელსაც 2012 წელს სამხრეთ აფრიკაც შეუერთდა და სახელი "ბრიკსად" გადაკეთდა. მიზანი - მსოფლიოს ყველაზე დიდ განვითარებადი ქვეყნების გაერთიანება იყო, რომელიც ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მდიდარი სახელმწიფოების მხრიდან მომავალ გამოწვევებს უპასუხებდა. მოგვიანებით ჯგუფს ეგვიპტე, ეთიოპია, ირანი და არაბთა გაერთიანებული საემიროები შეუერთდნენ. 

"ბრიკსში" შემავალი ქვეყნები ერთად აღებულ ამჟამად მსოფლიო მოსახლეობის 45%-ს , ხოლო მსოფლიო ეკონომიკის თითქმის 30%-ს შეადგენენ და მსოფლიოსი არსებული ნავთობის 44%-ს აწარმოებენ. 

"ბრიკსის ქვეყნებმა ჩამოაყალიბეს ახალი განვითარების ბანკიც, რომელიც გავითარებდი ქვეყნებისთვის გასცემს სესხებს. 

"ბრკსის" მეშვეობით, ჩინეთი განსაკუთრებით აფრიკაში ცდილობს საკუთარი გავლენის გაზრდას, რუსეთი კი ამ ორგანიზაციას დასავლეთთან ბრძოლის იარაღად იყენებს, განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში.

"ბრიკსის" ქვეყნები ერთმანეთთან ვაჭრობისთვის ძირითადად ამერიკულ დოლარს იყენებენ, ამიტომ ბრაზილიისა და რუსეთის პოლიტიკოსებმა წამოაყენეს წინადადება , რომ შექმნილიყო ბრიქსის ვალუტა, რათა შემცირებულიყო დოლარის დომინირება, თუმცა ეკონომისტები მის განხორციელებას სკეპტიკურად უყურებენ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი