სლოვენიის პრემიერს შსს-ს საქმეებში ჩარევას ედავებიან | პოლიციამ სარჩელით პროკურატურას მიმართა

გამოქვეყნდა:

სლოვენიის პოლიციამ ქვეყნის პრემიერმინისტრის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა - რობერტ გოლობს ბრალს პოლიციის საქმეებში ჩარევაში სდებენ, კერძოდ კი, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პოლიციაზე არამართლზომიერი პოლიტიკური ზეწოლის განხორციელებაში.

პოლიციის სარჩელი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ტატიანა ბობნარისა და პოლიციის უფროსის მოვალეობის ყოფილი შემსრულებლის, ბოშტან ლინდავას ჩვენებებს ეფუძნება.

პრემიერმინისტრი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ყოფილი მინისტრი თანამდებობიდან ორი წლის წინ გათავისუფლების შემდეგ, პოლიტიკურ ბრძოლას აწარმოებს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი