ნიგერიაში საწვავის ტანკერის აფეთქებას 147 ადამიანი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

ჩრდილოეთ ნიგერიაში საწვავის ტანკერის აფეთქების შედეგად 147 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია უცხოურ მედიაში ვრცელდება. დაღუპულები ძირითადად ადგილობრივები არიან. შემთხვევის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა. 

შემთხვევა ნიგერიის დედაქალაქიდან 330 მილის მოშორებით, მაშინ მოხდა როცა მძღოლმა კონტროლი დაკარგა და ავზი შეჯახების შედეგად აფეთქდა. 

მედიის ინფორმაციით, დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს, ხოლო დაღუპულებს დღის მეორე ნახევარსი დაკრძალავენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი