"პოლიტიკური პოლარიზაცია ავტოკრატიით მთავრდება და მაშინ, როცა ერთი პარტიაა - მაგალითად, ჩრდილოეთ კორეა" | თორნტონი

გამოქვეყნდა:

"პოლიტიკური პოლარიზაცია ავტოკრატიით მთავრდება და მაშინ, როცა ერთი პარტიაა - მაგალითად, ჩრდილოეთ კორეა", - ამის შესახებ NDI-ის ყოფილი დირექტორი, ლორა თორნტონი X-ზე წერს და ირაკლი კობახიძეს პასუხობს, რომელმაც ჩვეული პროპაგანდით კიდევ ერთხელ ისაუბრა პოლიტიკური პარტიების აკრძალვის აუცილებლობაზე: "დიახ, პოლიტიკური პოლარიზაცია ნამდვილად მთავრდება ავტოკრატიით და როდესაც მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტიაა, როგორც ჩრდილოეთ კორეაში, მაგალითად, პოლარიზაციაზეც აღარ იქნება სანერვიულო".

მის ამ განცხადებას ასევე პასუხობს აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი და X-ზე წერს

"კობახიძე მიუთითებს არჩევანზე, რომელიც არის ერთდროულად მკვეთრი და სახიფათო - ერთპარტიული აღმოსავლური ორიენტაციის მმართველობა და არა დასავლური სტილის პლურალიზმი. ეს სახიფათოა, რადგან მიმართულების მსგავსი დრამატული ცვლილება მიუღებელია ქართველების უმრავლესობისთვის და ამდენად ის ძალით უნდა იქნას განხორციელებული", - წერს კელი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი