"ეს კლასიკური თამაშია რუსების მხრიდან" | აშშ-ის ელჩი NATO-ში საქართველოში მიმდინარე ანტიდასავლურ, დეზინფორმაციულ კამპანიაზე

გამოქვეყნდა:

"ეს კლასიკური თამაშია რუსების მხრიდან", - ასე ეხმაურება NATO-ში შეერთებული შტატების ელჩი ჯულიან სმიტი საქართველოში, საპარლამენტო არჩევნების წინ მიმდინარე დასავლეთის წინააღმდეგ გამართულ ბოლო დეზინფორმაციულ კამპანიას. მის განცხადებას ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ X-ზე ავრცელებს.

„ისინი იყენებენ დეზინფორმაციას ჩვენი საზოგადოებების შიგნიდან დასაყოფად, რათა დაარღვიონ ერთიანობა, რომელიც არსებობს ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების უზარმაზარ ქსელში მთელს მსოფლიოში და ჩვენ მრავალი წელი ვმუშაობდით საქართველოს ხალხთან, რათა გვენახა, შეგვიძლია თუ არა დავეხმაროთ მათ, გაუმკლავდნენ ამ დეზინფორმაციულ გამოწვევას.

ჩვენ, შეერთებული შტატები, ისევე როგორც ევროპის მრავალი ქვეყანა, ვესაუბრეთ ჩვენს მეგობრებს საქართველოში, რომ ჩვენ ძალიან გვაშფოთებს დემოკრატიასთან დაკავშირებული ვითარება მათ ქვეყანაში და რომ გვსურს უზრუნველვყოთ, რომ ქართული საზოგადოების სურვილი, მოხდეს ინტეგრირება დასავლურ ინსტიტუტებში, როგორიცაა ევროკავშირი ან ნატო, ასრულდეს. ამისთვის საჭიროა, რომ მათ შეინარჩუნონ ერთგულება ძირითადი დემოკრატიული პრინციპებისადმი, ადამიანის უფლებებისადმი, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისადმი", - ამბობს სმიტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი