რუსეთში ნაშოვნი ფული ოლიგარქის პარტიისთვის | "ოცნების" შემწირველების კავშირები კრემლთან

გამოქვეყნდა:

ოლიგარქ ივანიშვილის გუნდის კიდევ ერთი კავშირი რუსეთთან და რუსულ ფულთან. "ოცნების" გუნდის დამფინანსებლების დიდი ნაწილი რუსეთის მოქალაქეა, ნაწილს ბიზნესი აქვს რუსეთში, დანარჩენები კი, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრები და პირდაპირ მასთან დაკავშირებული პირები არიან. არასამთავრობო ორგანიზაციამ "სამოქალაქო იდეა" შეისწავლა "ოცნების" შემწირველების ვრცელი სია, საიდანაც ირკვევა, რომ "ოცნების" მეგობარი ბიზნესმენები ფულს ოკუპანტ სახელმწიფოში შოულობენ და შემდეგ ქართულ ოცნებას ურიცხავენ. 

ერთ-ერთი მსხვილი შემწირველი ბიძინა ივანიშვილის ძმა - ალექსანდრე ივანიშვილია. 2012 წლიდან დღემდე ძმამ ოლიგარქს 440 000 ლარი შესწირა. ეს ფული კი, რუსეთში გატანილი და გაყიდული ქართული ღვინით იშოვა. ალექსანდრე ივანიშვილმა დიდი სარგებელი ნახა რუსეთის ბაზრის გახსნის შემდეგ. მან მნიშვნელოვნად ისარგებლა იმ სახელმწიფო პროგრამებით, რომელიც ბიუჯეტიდან სოფლის მეოუნეობის პროგრამებსა და ღვინის ბიზნესს აფინანსებს. 

ალექსანდრე ივანიშვილი ძმები დუგლაძეების ბიზნესპარტნიორი და მათი კომპანიის მეწილეა. ზაალ, დავით და გიორგი დუგლაძეები მმართველი პარტიის უმსხვილესი შემწირველები არიან. ზაალ დუგლაძემ პარტიას 115 000 ლარი შესწირა, დავით დუგლაძემ ოცნებას 342 000 ლარი გადაურიცხა. გიორგი დუგლაძემ კი 80 000 ლარი. დუგლაძეების პარტნიორია მალხაზ ყანჩაველიც, მან პარტიას დღემდე 105 000 ლარი შესწირა. საქართველოდან რუსეთში ყველაზე დიდი რაოდენობის ღვინო გადის. "ოცნებასთან" დაკავშირებული ღვინის მწარმოებლებიც ოკუპანტ ქვეყანაში ბევრ ფულს შოულობენ. 

ივანიშვილს აფინანსებს რუსეთის კიდევ 10-მდე მოქალაქე. ისინი ცხოვრობენ რუსეთში, ბიზნესიც რუსეთში აქვთ და ბიზნესპარტნიორებიც რუსები ჰყავთ. ასეთი დამფინანსებელების სია საკმაოდ ვრცელია. "ქართული ოცნების" ოპონენტებმა იციან, რომ ამ გზით მიღებულ ფულს "ქართული ოცნება" საქართველოში ძალაუფლების გაძლიერებისთვის და მართვის სადავეების შენარჩუნებაში იყენებს. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი