"თუ არჩევნებს პროევროპული ძალები მოიგებენ, ალბათ მათ გვერდით ვიქნები, ნებისმიერ პოზიციაზე" | ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

"თუ არჩევნებს პროევროპული ძალები მოიგებენ, ალბათ მათ გვერდით ვიქნები, ნებისმიერ პოზიციაზე", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Politico-სთან ინტერვიუში საუბრობს. ის ასევე აკრიტიკებს "ქართული ოცნების" პოლიტიკურ კურსს და ამბობს, რომ მისთვის ეს გაუგებარია. 

"თუ არჩევნებს პროევროპული ძალები და ქარტიის მხარდამჭერი პარტიები მოიგებენ, ალბათ მათ გვერდით ვიქნები, რათა ეს ქარტია ევროპულ საბჭოზე მივიტანო და უზრუნველვყო მოლაპარაკებების დაწყება, ნებისმიერ პოზიციაზე - ეს ჯერ კიდევ განსასაზღვრია", - ამბობს სალომე ზურაბიშვილი. 

სალომე ზურაბიშვილი ოლიგარქი ივანიშვილის შესახებაც საუბრობს და ამბობს: "როგორც ჩანს, ივანიშვილის კავშირები მოსკოვთან კვლავ არსებობს და უფრო გაძლიერდა".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი