იტალიამ ალბანეთში მიგრანტთა პირველი ჯგუფი გადაიყვანა

გამოქვეყნდა:

იტალიამ ალბანეთში მიგრანტთა პირველი ჯგუფი გადაიყვანა - უცხოური მედიის ცნობით, ეს ევროკავშირის მიერ მიგრანტთა მის საზღვრებს გარეთ გაყვანის გეგმის პირველი ნაწილი და პირველი ასეთი რეისია.

მედია წერს, რომ იტალიამ ალბანეთში მიგრანტთა მიმღები ორი ცენტრი ააშენა - პროგრამა ბევრის კრიტიკის სამიზნე გახდა, უფლებადამცველები ამბობენ, რომ ეს თავშესაფრის მოთხოვნის თაობაზე მიგრანტთა უფლებების შემზღუდველია. 

ცნობილია, რომ იტალიის საზღვაო ძალების გემი "ლიბრა" ალბანეთში შენგინის პორტშია გაჩერებული.

გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ 16 მიგრანტი გემიდან იმ ახალ ცენტრში გადაიყვანეს, რომელიც ცოტა ხნის წინ აშენდა. მასზე იტალიისა და ევროკავშირის დროშებია აღმართული.

იტალიის პრემიერი ჯორჯია მელონი ამბობს, რომ მისი ქვეყანა ევროპის დანარჩენ ქვეყნებს ამ სქემით მაგალითს უჩვენებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი