ნეთანიაჰუს ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა "ჰეზბოლას" ბაზაზე უახლესი რუსული იარაღი აღმოაჩინა

გამოქვეყნდა:

ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ინფორმაციით, ქვეყნის თავდაცვის ძალებმა "ჰეზბოლას" ბაზაზე უახლესი რუსული იარაღი აღმოაჩინა. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს და წერს, რომ ამის შესახებ ნეთანიაჰუმ ფრანგულ Le Figaro-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, 2006 წლის გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის თანახმად, ქვეყნის მთავარი ლიტანის მდინარის სამხრეთით იარაღის ფლობა მხოლოდ ლიბანის არმიას შეეძლო.

"...ამ ტერიტორიაზე "ჰეზბოლამ" ასობით გვირაბი და საცავი გათხარა, სადაც ჩვენ ახლახან აღმოვაჩინეთ უახლესი რუსული იარაღი. ლიბანში ახალი სამოქალაქო ომი ტრაგედია იქნებოდა. ეს ნამდვილად არ არის ჩვენი მიზანი. ისრაელს არ აქვს განზრახვა, ჩაერიოს ლიბანის შიდა საქმეებში. ჩვენი ერთადერთი მიზანია, საშუალება მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ლიბანის საზღვართან ცხოვრობენ, დაბრუნდნენ სახლში და თავი უსაფრთხოდ იგრძნონ“,- განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი