თუ არსებული სტატუს ქვო შენარჩუნდა, არა მგონია, რომ საქართველოს დარჩეს წინსვლის შანსი ევროინტეგრაციის გზაზე | ნაუსედა

გამოქვეყნდა:

რამდენიმე წუთის წინ ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომა იწყება. სამიტზე შეკრებილია ევროკავშირის 27-ვე წევრი სახელმწიფოს ლიდერი. შარლ მიშელის მოთხოვნით სხდომის დღის წესრიგში შეტანილია საქართველოსა და მოლდოვას საკითხები. ბრიუსელში უკვე კეთდება პირველი განცხადებებიც.

"საქართველო მნიშვნელოვანი საკითხია და მომავალი არჩევნებიც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ქართველი ხალხი საკუთარ მომავალს გადაწყვეტს. თუ არსებული სტატუს ქვო შენარჩუნდა, არა მგონია, რომ საქართველოს დარჩეს წინსვლის შანსი ევროინტეგრაციის გზაზე, ხოლო თუ პროევროპული ძალები გაიმარჯვებენ, მაშინ ჩვენ შეგვიძლია ველოდოთ პროგრესს და ეს ძალიან გაგვახარებს"  ამბობს ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი