საქართველოში არჩევნები იქნება ჭეშმარიტების მომენტი, ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რა გზით სურს სიარული - ევროპისკენ თუ მის საპირისპიროდ | ჯოზეფ ბორელი

გამოქვეყნდა:

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის ჯოზეფ ბორელის შეფასებით საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა აშკარაა. ამის შესახებ განცხადება ბორელმა ბრიუსელში,  ევროპული საბჭოს სხდომის დაწყებამდე გააკეთა.

"საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა აშკარაა. ამ ქვეყანაში არჩევნები იქნება და ეს იქნება ჭეშმარიტების მომენტი. ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რა გზით სურს სიარული - ევროპისკენ თუ მის საპირისპიროდ. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი მომენტია, მაგრამ ქართველებისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, რადგან საკითხი მათ ქვეყანას ეხება." - განაცხადა ბორელმა.

ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა დღეს ბრიუსელში უკრაინის საკითხზე უნდა იმსჯელონ. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მოთხოვნით სხდომის დღის წესრიგში შეტანილია საქართველოსა და მოლდოვას საკითხები.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი