უკრაინა მომავალში შეუერთდება ნატოს და გახდება ალიანსის 33-ე ან 34-ე წევრი - ეს განცხადება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ბრიუსელში, ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე გააკეთა.
„თუ არის კონკრეტული შეკითხვა, „როდის?“, მე ვერ ვუპასუხებ მას ახლა, ამ მომენტში“ - დასძინა რუტემ და აღნიშნა, რომ მოკავშირეები ახლა მუშაობენ „ხიდის“ აშენებაზე უკრაინის ნატოში გაწევრიანებისთვის.
რუტე დღეს ბრიუსელში უკრაინის პრეზიდენტს შეხვდება. ბოლო ერთ თვეში ეს მათი მესამე შეხვედრა იქნება. ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომაც იმართება და ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს შარლ მიშელსაც შეხვდება. ევროკავშირის ლიდერებს ის უკრაინის "გამარჯვების გეგმას" გააცნობს.