კოვიდ 19-ით გარდაცვლილი 25-ე პაციენტის პასუხი კოვიდინფიცირებაზე, მისი გარდაცვალების შემდეგ გაირკვა. აჭარაში ტესტების პასუხების დაგვიანებაზე საუბრობენ.
გარდაცვლილ პაციენტზე განცხადება აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომაც გაავრცელა, სადაც წერია, რომ 76 წლის მამაკაცი „მედ ემერჯენსში" 22 სექტემბერს სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა და პაციენტს სუნთქვის მწვავე უკმარისობა და ცხელება ჰქონდა, მისი მდგომარეობა კი მძიმე იყო.
პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ჰქონდა რთული ანამნეზი: გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია ESU/ESC 3, ექსტრასისტოლური არითმია, გულის უკმარისობა.
კლინიკაში მაშინვე გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გარდაცვალებამდე აღებული იქნა ტესტი კორონავირუსზე, პაციენტს დაუდასტურდა კოვიდ19",- აცხადებენ უწყებაში.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა.