ყველაზე მსხვილი სანქცია პუტინის "ჩრდილოვანი ფლოტის" წინააღმდეგ | ბრიტანეთმა კიდევ 22 ტანკერი დაასანქცირა

გამოქვეყნდა:

დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დააწესა 18 რუსული ნავთობტანკერისა და ოთხი თხევადი ბუნებრივი აირის ტანკერის წინააღმდეგ - ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეს არის დღემდე ყველაზე მსხვილი სანქცია პუტინის ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ.

18  ხომალდს აეკრძალა დიდი ბრიტანეთის პორტებში შესვლა და ბრიტანეთის წამყვან საზღვაო სერვისებზე წვდომა მთელს მსოფლიოში.

სანქციებს დაქვემდებარებული ნავთობტანკერების საერთო რაოდენობამ 43-ს მიაღწია - აღნიშნავს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

„ჩრდილოვანი ფლოტი“ გულისხმობს გემებს, რომლებიც გვერდს უვლიან რუსეთის ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე დაწესებულ სანქციებს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი