უკრაინამ საბერძნეთთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი

გამოქვეყნდა:

უკრაინამ საბერძნეთთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს

"რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან საბერძნეთი უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევს, მათ შორის მატერიალურ-ტექნიკურ დახმარებას, ასევე წვრთნებს.

დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან, კირიაკოს მიცოტაკისთან. საბერძნეთი მზადაა მომავალში უზრუნველყოს ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ყველაზე გადაუდებელი საჭიროებები. ის ასევე უზრუნველყოფს დამატებით რესურსებს ჩვენი პილოტებისა და ტექნიკოსებისთვის F-16 წვრთნების დასაჩქარებლად.

მადლობას ვუხდი საბერძნეთს გაწეული დახმარებისთვის და ჩვენი ქვეყნისა და ხალხის დასაცავად გაცემული შესაძლებლობებისთვის," - წერს ზელენსკი

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი