იუსტიცის სახლითან მოქალაქეების მასობრივი ტესტირება მიმდინარეობს. ტესტირებას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ატარებს.
ეპიდემიოლოგები ცდილობენ, რომ 1000-მდე მოქალაქეს covid 19-ზე ანალიზი ჩაუტარონ, რათა გაირკვეს თბილისში ეპიდემიის ზოგადი ფონი.
ამ დროისთვის უცნობია, რამდენი მოქალქეს ჩაუტარდა ტესტირება. გატესტილ ადამიანებს ტესტის პასუხებს 24 საათის განავლობაში, ტელეფონზე შეატყობინებენ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 22 სექტემბერს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ თბილისში იუსტიციის სახლის უკან კორონავირუსზე ტესტირება 22 და 23 სექტემბერს ჩატარდებოდა.