"უკრაინას ან ბირთვული იარაღი ექნება, ან ჩვენ ნატოს წევრი ვიქნებით" | ზელენსკი ტრამპთან საუბრის დეტალებს ასაჯაროებს

გამოქვეყნდა:

უკრაინას ან ბირთვული იარაღი ექნება, ან ჩვენ ნატოს წევრი ვიქნებით, - უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის თქმით, ამის შე­სა­ხებ მან აშშ-ის ყო­ფილ პრე­ზი­დენ­ტთან და მოქმედ საპრეზიდენტო კანდიდატთან, დო­ნალდ ტრამ­პთან საუბრისას გა­ნა­ცხა­და.

"დიდი ქვეყნებიდან, ბირთვული სახელმწიფოებიდან რომელი დაზარალდა? არცერთი. მხოლოდ ერთი — უკრაინა. ვინ დათმო ბირთვული იარაღი? ყველამ? ერთმა — უკრაინამ. ვინ იბრძვის დღეს? უკრაინა. დონალდ ტრამპთან საუბრისას მას ვუთხარი: რა არის გამოსავალი? ან უკრაინას ბირთვული იარაღი ექნება და ეს ჩვენთვის დაცვა იქნება, ან რაიმე სახის ალიანსი უნდა გვქონდეს. ნატოს გარდა ჩვენ სხვა ეფექტური ალიანსები არ ვიცით", – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტზე მონაწილეობის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დღეს ნატოს ქვეყნები არ იბრძვიან, სწორედ ამიტომ, უკრაინა ნატოს ირჩევს და არა ბირთვულ იარაღს.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი