რუსთავში, მეეზოვეებს, "ოცნების" დავალებით, პირადობის მოწმობები ჩამოართვეს | "მთავარი არხის" ჟურნალისტური ექსპერიმენტი

გამოქვეყნდა:

ამომრჩეველზე ზეწოლა რუსთავში - დასუფთავების მუნციპალური სამსახურის ადმინისტრაციამ მეეზოვებს პირადობის მოწმობები ჩამოართვა. "მთავარი არხის" ჟურნალისტურმა ექსპერიმენტმა დაადასტურა, რომ რუსთავის დასუფთავების სამსახურის თანაშრომლებს უფროსობამ პირადობის მოწმობები სწორედ "ქართული ოცნების" მიღებული დავალების შესაბამისად წაართვა.

ერთ-ერთ იმ ადამიანს, ვინც პირადობებს აგროვებდა, ქეთევან ჩიკვილაძეს, "მთავარი არხის" ჟურნალისტი ტელეფონით დაუკავშირდა. მან დაადასტურა, რომ 13 თანამშრომლის პირადობა "ოცნების" რეგიონულ ოფისში ინახება.

"მე როგორც ჯგუფის უფროსი, დასუფთავებაში, 13... მაღრაძე ზურაბი, მაყვალა შერმადინი, გივი ღიბრაძე, ვალერი უსანეთაშვილი...." - ამბობს ჩიკვილაძე.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი