რამდენ მილიარდს კარგავს ქვეყანა ოფშორების კანონის გამო | კვლევა

გამოქვეყნდა:

რამდენ მილიარდს კარგავს ქვეყანა ოფშორების კანონის გამო - კვლევა თემაზე ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოამზადეს. აღმოჩნდა, რომ ოფშორებიდან საქართველოში გადმოტანილი აქტივების გამო რიგ ქართულ კომპანიებს საშუალება უჩნდებათ, თავი აარიდონ გადასახედებს მომდევნო წლების განმავლობაში და კაპიტალი საქართველოდან დაუბეგრავად გაიტანონ. ამასთან, ოფშორების კანონი გზას უხსნის რუს ოლიგარქებს საქართველოში თავის დასამკვიდრებლად.

"ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ოფშორული კომპანიები კვლევის პროცესში მნიშვნელოვანი იყო, შეგვესწავლა, თუ რა გავლენას მოახდენდა ახალი ცვლილება საგადასახადო კოდექსში ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებზე. დღევანდელი მდგომარეობით გამოვლენილია ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული 14 ოფშორული კომპანია (თუმცა მათი რიცხვი შეიძლება გაცილებით მეტი იყოს):

● ლაიმსთოუნ ფაინანს ინთერნეიშენელ
● ფინსეკ ლიმიტედი
● რინგოლდ ფინანს ლიმიტედი
● ვენითი ოუვერსიიზ ლიმითედი
● გილმარ ჰოლდინგ ლიმითიდი
● კრისტა ინვესტმენტ ლიმიტედი
● სარგანს ლიმიტედი
● ტარპან მენეჯმენტს ლიმიტედი
● ფრესნო მენეჯმენტ ლიმიტედ
● ფრენკსტონ ინტერნეშენალ
● ბრაისთოუნ ფაიანანს ლიმითიდ
● ეკლიტონ ქომერს კორპ.
● ვიზელია ენთერპრაიზ ლიმიტედ
● ჯი სი ეფ ლუქსენბურგი.

ქვემოთ მოცემულ ჩამონათვალში ყველაზე დიდი გაუნაწილებელი მოგების მქონე 10 კომპანია და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ოფშორული კომპანიებია წარმოდგენილი, თუმცა საწარმოთა რიცხვი, რომლებიც ე.წ. ოფშორების კანონით ისარგებლებდნენ გაცილებით დიდია და შესაბამისად, დიდია დანაკარგიც, რომელიც, შესაძლოა საქართველოს ბიუჯეტმა ქვეყნის იურისდიქციაში მოქმედი ოფშორული კომპანიების ხარჯზე მიიღო.

1. თბილისი ენერჯი თბილისი ენერჯი ბუნებრივი აირის დისტრიბუციას ეწევა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე – მონოპოლისტია. კომპანიის ბოლო ანგარიშგება 2023 წლით თარიღდება. ფინანსური დეკლარაციის თანახმად, თბილისი ენერჯის 97,611,000 ლარის გაუნაწილებელი მოგება აქვს. თბილისი ენერჯის 100%-ს ფლობს შპს ვოლთბეი, რომელიც მარშალის კუნძულებზეა რეგისტრირებული. კომპანიის საბოლოო ბენეფიციარები ხვიჩა მაქაცარია და ნასიბ ჰასანოვი არიან.

2. შპს ჯეოსთილი „შპს ჯეოსთილი“ 2006 წელს დაარსებული კომპანიაა, რომლის საქმიანობაცხლად გლინვის მეთოდითა და სამშენებლო ფოლადის ნამზადის გამოყენებით სამშენებლო არმატურის წარმოება არის. კომპანიის ბოლო ანგარიშგება 2024 წლით თარიღდება, რომლის თანხამადაც, შპს ჯეოსთილს 152,585,000 ლარის ოდენობის გაუნაწილებელი მოგება აქვს. „შპს ჯეოსთილის“ 90% წილის მფლობელი ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული Georgian Steel Group Holdings Limited ("GSGHL")-ია, ხოლო 10%-ის - ნიდერლანდებში რეგისტრირებული JSW Steel B.V. ("JSW BV").

3. შპს ჭიათურმანგანუმ ჯორჯია „ჭიათურმანგანუმ ჯორჯია“ სხვადასხვა ტიპის მანგანუმის ფეროშენადნობების წარმოებითა და რეალიზაციითაა დაკავებული. კომპანიის ბოლო ანგარიშგება 2023 წლით თარიღდება და გაუნაწილებელი მოგება 57,792,732 ლარს შეადგენს. „ჭიათურმანგანუმ ჯორჯიის“ 100% წილს სეიშელის რესპუბლიკაში რეგისტრირებული Greenfield Financial Corp ფლობს, რომლის საბოლოო მფლობელად ანგარიშგებაში შმაგი ქემერტელიძეა დასახელებული.

4. შპს ალმა „შპს ალმა“ გარე რეკლამის ბაზარზე საქმიანობს. ორგანიზაცია ფლობს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ბალანსზე რიცხულ ინფრასტრუქტურაზე, მოძრავ და უძრავ ქონებაზე არსებულ სარეკლამო ადგილებზე რეკლამების განთავსების ექსკლუზიურ უფლებას. დამატებით, „შპს ალმას“ აქვს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში შიდა რეკლამის განთავსების ექსკლუზიურ უფლებას. კომპანიის უახლესი ანგარიშგების, რომელიც 2023 წლით თარიღდება, თანახმად, „შპს ალმას“ გაუნაწილებელი მოგება 109,264,635 ლარია. კომპანიის მფლობელი მალტაში რეგისტრირებული შპს Meridian Malta არის, რომლის საბოლოო კონტროლის განმახორციელებელი პირები სოსო (სამსონ) ფხაკაძე და ლევან ფხაკაძე არიან.

5. შპს მარსი „შპს მარსი“ კლიენტებს ონლაინ ტოტალიზატორს, ონლაინ კაზინოს, ონლაინ peer-to-peer და სხვა ონლაინ თამაშებს სთავაზობს ვებგვერდის - www.crystalbet.com-ის საშუალებით. კომპანია ასევე ამუშავებს მიწის კაზინოს, ტოტალიზატორს და ოცდაერთ სალაროს. 2023 წლის ანგარიშგების მიხედვით, „შპს მარსის“ გაუნაწილებელი მოგება 29,124,000 ლარია. კომპანიის 100% წილის მფლობელია საქართველოში რეგისტრირებული „შპს ენთეინ ჯორჯია“, რომლის 100% წილის მფლობელი მალტაში რეგისტრირებული ბვინ ჰოლდინგს (მალტა) ლიმითედ არის.

6. შპს სუფთა სახლი „შპს სუფთა სახლი“ მაღაზიათა ქსელია, რომელიც ყოველდღიური მოხმარების ჰიგიენურ, საყოფაცხოვრებო ქიმიას, კოსმეტიკას, პარფიუმერიასა და სანიტარულ-ჰიგიენურ საშუალებებს აწვდის მომხმარებლებს. 2023 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, „შპს სუფთა სახლის“ გაუნაწილებელი მოგება 29,731,000 ლარია. კომპანიის 96% წილის მფლობელი ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული GRG Trading Ltd არის, რომლის წარმომადგენელი არჩილ მაჭარაშვილია, ხოლო 4%-ის - თამარ ღვინიაშვილი.

7. შპს ჯორჯიან პეტროლიუმი „შპს ჯორჯიან პეტროლიუმი“ აეროპორტებში საავიაციო საწვავის მიწოდებას უზრუნველყოფს. საქართველოში ის მოქმედებს თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. უკანასკნელი ანგარიშგების მიხედვით, კომპანიის გაუნაწილებელი მოგება 8,435,000 ლარია. „შპს ჯორჯიან პეტროლიუმს“ სამი ოფშორული კომპანია ფლობს. კომპანიის 50% წილს სეიშელის კუნძულებზე რეგისტრირებული „აკერტ გრუპ ეს.ეი.“ ფლობს, 25%-ს ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული გეითლაინ პროჯეკტს ლიმიტედ (GATELINE PROJECTS LIMITED), ხოლო უკანასკნელ 25% წილს კი საქართველოში რეგისტრირებული „შპს ფრენფილდ ჯორჯია“ ფლობს, რომლის საბოლოო მფლობელი ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული „ფრენფილდ ჰოლდინგსია“.

8. შპს გდგ კომპანიის „შპს გდგ“ ძირითად საქმიანობას ალკოჰოლური სასმელებით ვაჭრობა წარმოადგენს. ბოლო ანგარიშგების მიხედვით, კომპანიის გაუნაწილებელი მოგება 6,122,400 ლარია. „შპს გდგ-ის“ 85% წილის მფლობელი კვიპროსში რეგისტრირებული „ვიონეო ჰოლდინგს ლიმითიდ“ არის, 10% წილის მფლობელი - ციალა დარჩიაშვილი, ხოლო 5%-ის მაია ბიწკინაშვილი

9. შპს სერვის ნეტ გრუპი „შპს სერვის ნეტ გრუპის“ ძირითადი საქმიანობა სხვადასხვა სახის ხაზობრივი ნაგებობების მოწყობა/მშენებლობა, საჰაერო და მიწისქვეშა მაგისტრალური ინფრასტრუქტურის და ასევე შიდა ქსელის მოწყობაა. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ანგარიშგების თანახმად, კომპანიის შემოსავლის 99% ერთი კლიენტისგან მოდიოდა, ხოლო გაუნაწილებელი მოგება 5,745,666 ლარია. „შპს სერვის ნეტ გრუპის“ 100% წილის მფლობელი მალტაში რეგისტრირებული „იუპიტერ ფინანს (მალტა) ლიმიტედ“ არის.

10. შპს ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი „შპს ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი“ ბათუმში საკონტეინერო ტერმინალს და საბორნე ხიდს საქართველოს ფლობს. კომპანიის გაუნაწილებელი მოგება უახლესი ანგარიშგების მიხედვით 3,220,973 ლარია. „შპს ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის“ 100% წილი მფლობელი კაიმანის კუნძულებზე რეგისტრირებული „აი-სი-თი-ეს-აი საქართველოს კორპორაცია (ICTSI Georgia cor.)“ არის.

 

 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი