IDF-ის ინფორმაციით, სავარაუდოდ, "ჰამასის" ლიდერი იაჰია სინვარი მოკლეს

გამოქვეყნდა:

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათ სავარაუდოდ, "ჰამასის" ახალი ლიდერი, იაჰია სინვარი მოკლეს. სავარუდოდ, სინვარის ცხედარი ღაზაში 17 ოქტომბერს მოკლული 3 ტერორისტიდან ერთ-ერთია.

"ღაზას სექტორში ისრაელის თავდაცვის ძალების ოპერაციების შედეგად სამი ტერორისტი ლიკვიდირებულია. ისრაელის თავდაცვის არმია ამოწმებს შესაძლებლობას, რომ ერთ-ერთი ტერორისტი იაჰია სინვარია", - აღნიშნეს IDF-ში.

განცხადების თანახმად, შენობაში, სადაც ტერორისტები იმყოფებოდნენ, ისრაელელი მძევლების ყოფნის კვალი არ იკვეთებოდა.

სინვარი ჰამასის ლიდერი ივლისში, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ გახდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი