"ოცნების" პარტაქტივის ოჯახის წევრები და ნათესავები საარჩევნო კომისიებში | ოლიგარქის გუნდის მზადება არჩევნების გასაყალბებლად

გამოქვეყნდა:

დები, ძმები, შვილები, მეუღლეები, ბიძაშვილები, მამიდაშვილები, ახლო თუ შორი ნათესავები - საარჩევნო უბნებზე კომისიები "ქართულმა ოცნებამ" სანდო ადამიანებით დააკომპლექტა. მთელი ქვეყნის მასშტაბით ასეთი ასობით შემთხვევაა. 

ქალაქ გურჯაანის ადმინისტრაციულ შენობაში, მერის წარმომადგენელს, ზვიად კურდღელაშვილს ვეძებდით. საჯარო მოხელესთან კითხვები გვქონდა, რადგან აღმოჩნდა, რომ მისი მეუღლეც, შვილიც და დედაც არჩევნებზე დამკვირვებლები იქნებიან. ზვიად კურდღელაშვილის მსგავსად სამივე საჯარო მოხელეა. მეუღლე საკრებულოს აპარატის თანამშრომელი, დედა დასუფთავების, შვილი კი იუსტიციის სამინისტროში.

არჩევნების მიმდინარეობას უბნებზე გააკონტროლებენ ადმიანები, რომლებიც საჯარო მოხელეები არიან და საჯაროდ ივანიშვილის პარტიის ქება დიდებას არ ერიდებიან.  სალომე სონღულაშვილი, რომელიც საბიბლიოთეკო და მუზეუმების გაერთიანებაში მაღალ თანამდებობას იკავებს და თან გურჯაანის მერის გიორგი მაჭავარიანის ცოლის დაა გვიმტკიცებს, რომ ვინმეს სასარგებლოდ მუშაობას არ აპირებს. 

ეს დავით ნიკოლაშვილია. სოციალურად დაუცველ პირთა მომსახურების დირექტორის მოადგილეა. ქართული ოცნების მოხელე 26 ოქტომბერს გურჯაანის მე-2 უბანზე კომისიის თავმჯდომარე იქნება. მისი მეუღლე კი,რომელიც საჯარო სკოლის ბიბლიოთეკარია 1 უბანზე საარჩევნო კომისიის მდივნის მოვალებას შეასრულებს. 

მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს თანამშრომლები , ბაღების, სკოლებისა და სამუსიკო გაერთიანებების ხელმძღვანელი პირები - ყველა განაწილებულია საარჩევნო კომისიებში. ამტკიცებენ,რომ მიკერძოებულობა გამორიცხულია, თუმცა სხვა ბევრ რამესთან ერთად ესაა სწორედ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. 

არამხოლოდ გურჯაანში, არამედ მთელ კახეთის რეგიონში ასეთი ვითარებაა. არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები რომ კომისიები ქართული ოცნების მომხრე პირებით დაკომპლექტდა. არსებობს ფაქტები, რომ ეს ადამიანები ოლიგარქის გუნდის მხარდამჭერები არიან. სოციალურ ქსელში მრავლად იძებნება მათ მიერ საჯაროდ გაზიარებული პოსტები და მხარდამჭერი სტატუსები. 

კახეთის მსგავსად მთელი საქართველოს მასშტაბით ასეთი ვითარებაა. კონკრეტული მტკიცებულებები დღეს პარტია საქართველ;ოსთვის  ერთ-ერთმა ლიდერმა გაასაჯაროვა. ნათია მეზვრისვილმა დეტალურად წარმოადგინა იმ პირების სია და  კავსირები ქართულ ოცნებასთან, რომელბიც წესით საარცევნო კომისიაში ნეიტრალური წევრები უნდა იყვნენ. 

ოპოზიციურ პარტიაში ამბობენ, რომ ამ ფაქტებით კიდევ ერთხელ დასტურდება როგორი დარღვევებია წინასაარცევნო პროცესში და როგორ მოქმედებს ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელიც მათი მტკიცებით არა დამოუკიდებელი, არამედ  ქართული ოცნების დაქვემდებარებული უწყებაა. 

ავტორი: ია გულიაშვილი, ქეთა ციცქიშვილი

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი