ჰელსინკის კომისიის კრიტიკული გზავნილები "ოცნების" ხელისუფლებას | ოლიგარქის გუნდის პასუხი და ოპოზიციის შეფასებები

გამოქვეყნდა:

ოლიგარქმა და მისმა პარტიამ არჩევნებამდე 9 დღით ადრე გზავნილი, ორპარტიული ჰელსინკის კომისიისგან მიიღო. ამერიკის შეერთებული შტატების, კონგრესიდან რესპუბლიკელებმაც და დემოკრატებმაც ბიძინა ივანიშვილს უთხრეს, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე დეტალური ინფორმაცია აქვთ; რომ სწორედ "ოცნების" ავტორიტარული ტრეაქტორია და ავტორიტარული გზით სვლა აჩერებს, საქართველოს დემოკრატიულ მომავალს და ევროატლანტიკურ მისწრაფებას. ჰელსინკის კომისია განცხადებაში, 26 ოქტომბრის არჩევნების გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარებაზე მიუთითებს. 

ჰელსინკის კომისია განცხადებაში წარმომადგენელთა პალატაში დარეგისტრირებულ მეგობარ აქტზეც საუბრობს. დოკუმენტში პირდაპირ არის მოთხოვნა "ოცნების" იმ მაღალჩინოსნების დასანქცირებაზე, ვინც საქართველოში დემოკარტიას ძირს უთხრის და მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობს. სტრატეგიული პარტნიორის საპასუხოდ ოლიგრაქის პარტიის წევრები, დღეს შეტევაზე იყვნენ გადასულები; სენატორებსა და კონგრესმენებს კომპეტენცია დაუწუნეს და აცხადებდნენ, რომ ჰელსინკის კომისიის წევრებს პოლიტიკური ტერმინების შინაარსი არ ესმით. 

ავტორიტარიზმი და მისკენ სვლა, რაც ასე აღიზიანებთ და არ მოსწონთ ოლიგაქრის პარტიის წევრებს, ივანიშვილმა რომ დიდიხანია დაიწყო, ამაზე არამხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებიდან, არამედ ევროკავშირიდანაც ღიად საუბრობენ. საქართველოს მეგობრებისა და სტრატეგიული  პარტნიორებისთვის გადამწყვეტი ახლა 26 ოქტომბრის არჩევნებია, სადაც ქართველმა ხალხმა, რომლის 80%-ს ევროპა სურს და არა იზოლაცია, ოლიგარქის ანტიდემოკარტიულ ქცევას პასუხი უნდა გასცეს. 

ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, რომ არჩევნებს ფართო სადამკვირვებლო მისიითა და დიდი ყურადღებით დააკვირდება, ამის შესახებ განაცხადი გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისგან გაკეთდა.

არჩევნების გაყალებებისა და არასამართლიან გარემოში ჩატარების შემთხვევაში კი პარტნიორები საპასუხო ნაბიჯების გადადგმას აანონსებენ. მათ შორის საუბარია ოცნების მაღალჩინოსნებისთვის ფინანსური და სავიზო სანქციების დაწესებაზე. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი