4-4-4 გეგმა | "კოალიცია ცვლილებისთვის" პროგრამის მთავარი მიმართულებები წარადგინეს

გამოქვეყნდა:

"კოალიცია ცვლილებისთვის" ოთხი ინიციატივიდან ერთ-ერთი მთავარი ქვეყნის დემოკრატიულ რელსებზე დაბრუნება და ევროკავშირთან ურთიერთობების განახლებაა, რომელიც ასევე 4 დღეში განხორციელებადია.

ოთხ დღეში განხორციელებად ინიციატივას შორის არის ასევე ყველა იმ ანტიდემოკრატიული კანონის გაუქმება, რომელმაც ქვეყნის ევროპული კურსი და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა საფრთხეში ჩააგდო. "კოალიცია ცვლილებებისთვის" ხელისუფლების ცვლილებების შემდეგ პარლამენტის პირველი სხდომაზე დააყენებს ამ საკითხს. რა თქმა უნდა პრიორიტეტებშია სასამართლო რეფორმა და ამ ინსტიტუტის პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლება. 

ოთხპუნქტიანი გეგმის მესამე და მნიშვნელოვანი პუქტი საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებაა. რა უნდა გაკეთდეს ამისთვის? "კოალიცია ცვლილებისთვის'' ეკონომიკური გუნდის წევრებს მიაჩნიათ, რომ აუცილებელია გადასახადების შემცირება, რაც გააძლიერებს მცირე და საშუალო ბიზნესს, გაზრდის ეკონომიკას, შექმნის სამუშო ადგილებს, შეამცირებს უმუშევრობას და სიღარიბის დონეს.

სპეციალისტების განმარტებით, გადასახადების შემცირებით კერძო ბიზნესს მეტი თანხა დარჩება და ამ სექტორს გააძლიერებს. კიდევ ერთი ცვლილება დამატებითი ღირებულების გადსახდას შეეხება. კოლაიცია გეგმავს, გაკრვეული კატეგორიის ბიზნესმენები ამ წნეხისგან გაათავისუფლონ. იგეგმება აქციზის გადასახდის შემცირებაც. ეს ყველაფერი კი მათი გათვლებით, ვინც დიდი ხანია ბიზნესში საქმიანობს განხორციელებადია და საჭიროა პოლიტიკური ნება.

ინვესტიციები განათლებაში - სფერო, რომლის გარეშეც კოალიციის ლიდერების შეფასებით შეუძლებელია ქვეყნის განვითარება. სწორედ ამიტომ ეს საკითხი პრიორიტეტში მოხვდა. კოალიციის პროგრამით ოთხ წელიწადში საქართველოს განათლების ბიუჯეტი შესაბამისობაში მოვა ევროკავშირის საშუალო სტანდარტთან. კოალიციის პროგრამა მოიცავს ცოდნის ყულაბას, რაც სახელმწიფოს მხრიდან ბავშვის განათლებისთვის ყოველწლიურად 5 ათასი ლარის გამოყოფას გულისხმობს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი