ისრაელი ადასტურებს, რომ მათ "ჰამასის" ლიდერი, იაჰია სინვარი მოკლეს

გამოქვეყნდა:

ისრაელის თავდაცვის ძალები ადასტურებს, რომ მათ "ჰამასის" ახალი ლიდერი, იაჰია სინვარი მოკლეს. სინვარის ცხედარი ღაზაში 17 ოქტომბერს მოკლული 3 ტერორისტიდან ერთ-ერთია.

"სინვარი მოკლეს, როდესაც ჩვენს ჯარისკაცებს გაურბოდა. მივმართავ "ჰამასის" ტერორისტებს: თქვენი ლიდერები გარბიან და ჩვენ მათ ლიკვიდაციას მოვახდენთ", - განაცხადა ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიუაჰუმ.

უწყების განცხადების თანახმად, შენობაში, სადაც ტერორისტები იმყოფებოდნენ, ისრაელელი მძევლების ყოფნის კვალი არ იკვეთებოდა.

სინვარი ჰამასის ლიდერი ივლისში, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ გახდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი