"თუ ჩვენ გვექნება "ოქროს გასაღები", ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი პროგრამა იყოს მთავარი და ჩვენი სიტყვა იყოს გადამწყვეტი" | გახარიამ მთავრობის დაკომპლექტების 3 სავარაუდო სცენარი დაასახელა

გამოქვეყნდა:

"თუ ჩვენ გვექნება "ოქროს გასაღები", ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი პროგრამა იყოს მთავარი და ჩვენი სიტყვა იყოს გადამწყვეტი", - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" დამფუძნებელი გიორგი გახარია "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "ღამის მთავარი დეა მამისეიშვილთან ერთად" საუბრობს. გახარიამ მთავრობის დაკომპლექტების სამი სავარაუდო სცენარი დაასახელა: 

საქართველოს პარლამენტში, ჩვენ, პარტია "საქართველოსთვის" არ შეუკრავს პოლიტიკურ კოალიციას "ოცნებას", არ შეუკრავს პოლიტიკურ კოალიციას "ნაციონალურ მოძრაობას", ან კოლექტიურ "ნაციონალურ მოძრაობას", როგორც გინდათ, ისე დაარქვით...

სცენარი 1: თუ ჩვენი ხმებია გადამწყვეტი, მაშინ ჩვენ ვართ გადამწყვეტი. ეს რას ნიშნავს. ეს ნიშნავს იმას, რომ მთავრობის დაკომპლექტებას განვსაზღვრავთ ჩვენ. მთავრობის დასაკომპლექტებლად, რომ იცოდეთ, საჭირო არის რომ ან ერთმა, ან მეორემ, 76 ხმა უნდა მოაგროვონ, ხო. დამთავრებულია... ვიღაცამ თუ არ მოგვცა ხმა, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს სცენარი არ მუშაობს. გადავდივართ მეორე სცენარზე.

სცენარი 2: ეს არის უმცირესობის მთავრობა. უმცირესობის მთავრობა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ ხმას არ მივცემთ "ოცნებას", ე.ი. არ მივცემთ "ოცნებას", მაგრამ ოპოზიციურ მთავრობას, თუ ამ ოპოზიციურ მთავრობაში არ იქნებიან ნაცები, თეორიულად, ჩვენ შეიძლება ხმა მივცეთ უმცირესობის მთავრობას. 

სცენარი 3: ეს არის ტექნიკური მთავრობა, პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი. ამიტომ მოვაწერეთ ჩვენ ყველაზე ბოლოს, სულ რამდენიმე კვირის წინ, ხელი... - ამბობს გახარია.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი