შეკვეთილში ყანები გადათხარეს და მიწა წაიღეს-ოპოზიცია ადიკო ივანიშვილის ინტერესებზე საუბრობს

გამოქვეყნდა:

შეკვეთილში გლეხებს საყანე ფართობები ტრაქტორებით გადათხარეს და ტობით მიწა გაურკვეველი მიმართულებით წაიღეს.

ოპოზციის ინფორმაციით, სამუშაოების უკან ბიძინა ივანიშვილის ძმა, ადიკო ივანშივლი დგას, რომელიც მათივე თქმით, მიწას ისრაელში ყიდის.

უკვე მილიონამდე ტონა მიწა ამოთხარეს და გაიტანეს, ეს პირდაპირ უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის ოჯახს, უკავშირდება მათ ბიზნესს და მათ ინტერესებს. ეს არის ბიძინა ივანიშივლის დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ, მთავარია მას ჰქონდეს ბევრი ფული და ყველაფერზე არის წამსვლელი, - ამბობს "ენმ"-ს წევრი დავით მჟავანაძე.

გარემოს დამცველების თქმით, განადგურებულია სასოფლო სამეურნეო სავარგულები და ტერიტორია  დამუშავებისთვის აღარ გამოდგება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი